пятница, 9 ноября 2018 г.

დღე მეცხრე

ძალიან  საინტერესო  და  სჭირო  თრენინგი  გავიარე, საოცრად  ყურადღებიან  და  ძალიან გულისხმიერ ბატონ  დავითთან.  პროექტებით  სწავლებას ბევრი უპირატესობა    აქვს  და  აუცილებლად  საჭიროა. მოსწავლეები  ხალისით  ებმებიან  ხოლმე ამ  აქტივობაში. 

воскресенье, 4 ноября 2018 г.

დღე მერვე

დღეს შევისწავლეთ როგორ გადავიტანოთ დოკუმენტი  დრაივიდან ბლოგზე სასურველ საქაღალდეებში. ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე, გავიმეორეთ ის თემატიკა  რომელიც გავიარეთ  ტრენინგის  განმავლობაში 

суббота, 3 ноября 2018 г.

დღე მეშვიდე

გავეცანით შეფასების რუბრიკებს და  დიფერენცირებული  სწავლების  კითხვარს. დავაზუსტეთ  როდის არის  განმავითარებელი შეფასება  უფრო  ეფექტური.

воскресенье, 21 октября 2018 г.

დღე მეექვსე

დღეს ვისწავლე   google ფორმის  დოკუმენტში  კითხვარის  შექმნისას  როგორ შეიძლება დოკუმენტში  მათემატიკური  ფორმულებისა და  სიმბოლოების  ჩასმა.
ვისწავლე როგორ  გამოვიყენოთ Google Translator დოკუმენტების  თარგმნისას.

суббота, 20 октября 2018 г.

დღე მეხუთე

გავეცანით უკუკავშირის მიცემის რჩევებსა  და მეთოდებს,  მასწავლებლის გზამკვლევს, საავტორო უფლებების კანონებსა და  ლეგიტიმური გამოყენების გზებს. ვისწავლეთ როგორ გავაკეთოთ ბლოგზე კომენტარი.


воскресенье, 14 октября 2018 г.

დღე მეოთხე

ვიმუშავეთ ბევრი, გავეცანით და ვიმუშავეთ პროგრამაში GOOGLE-FORMS , შევადგინეთ კითხვარი  და მივიღეთ ბევრი  დავალება :) :) 

суббота, 13 октября 2018 г.

დღე მესამე

დღეს  ვიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემ  საკვანძო  კითხვებზე , როგორ  შევურჩიოთ  ერთსადაიმავე ზოგად  კითხვას განსხვავებული თემატური  კითვები.. დავაზუსტეთ  publisher-ში ბროშურის და მოსაწვევი ბარათის  დეტალები, ვიმუშავეთ დისკზე .